საინფორმაციო შეხვედრა წალკაში

30 ნოემბერს წალკაში გაიმართა შეხვედრა, სათესლე კარტოფილის მწარმოებელ გერმანულ კომპანია EUROPLANT-ის და საქართველოში მისი წარმომადგენლის ,,აგრო სახლის” საერთო ინიციატივით. შეხვედრის მიზანს წამოადგენდა კომპანიაში დანერგილი სათესლე მასალის წარმოებისა და სერტიფიცირების უახლესი მეთოდების გაცნობა ადგილობრივი ფერმერებისთვის, ასევე მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება კარტოფილის აგროტექნიკის ზოგიერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე.მსგავსი შეხვედრები კიდევ იგეგმება სხვადასხვა რეგიონებშიც.