
მრავალწლოვანი პარკოსანია, ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, ღერო სწორმდგომია, გვალვაგამძლეა, არ უყვარს ცივი კლიმატი.
კვებითი მაჩვენებლებით უთანაბრდება იონჯას. 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 24,8 კგ საკვებ ერთეულს და 4 კგ მონელებად პროტეინს, თივაში ეს მაჩვენებლები შეადგენს 55,7 და 11,9-ს. საუკეთესოა ყველა სახის ცხოველისათვის.
საქართველოს პირობებში იძლევა ორ განათიბს. ესპარცეთი დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეროზიასთან ბრძოლასა და თაფლის წარმოებაში.
დასახელება: მატრა
ძალიან მდიდარია ცილებით, განკუთვნილია მრავალწლიანი კულტივაციისათვის, რეკომენდირებულია მარცვლოვანებთან ერთად შეთესვა(მრავალწლიანი კოინდარი)
თესვის ნორმა
200კგ/ჰა, სუფთად თესვისას, სხვა კულტურებთან ნარევში 120-კგ/ჰა
თესვის სიღრმე
2-3სმ
შეფუთვა
25 კგ