მდოგვი (Sinapis)
ჯვაროსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე, მისი როლი ორგანული სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდია, კერძოდ ის საუკეთესო მფარავი კულტურაა, იცავს ნიადაგს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან, შესაძლებელია მწვანე მულჩად გამოყენებაც. ფესვებსა და ღეროში აზოტის მაღალი და კალიუმის საშუალო შემცველობის გამო (ჰექტარზე 100 კგ აზოტი და 25-30 კგ კალიუმი) საუკეთესო სიდერატია, ყვავილობის პერიოდში მისი ჩაკეპვა ნიადაგს ამდიდრებს საკვები ნივთიერებებითა და ორგანული მასით. მდოგვის ფესვთა სისტემას მცენარესათვის შეუთვისებელი ძნელად ხსნადი ნივთიერებები გადაჰყავს ადვილად შესათვისებელ ფორმაში და გადაადგილებს მათ ნიადაგის ღრმა ფენებიდან ზედა სახნავ ფენაში. ფიტონციდური თვისებების გამო გამოიყენება ნემატოდებისა და სხვა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლაში, თრგუნავს ნიადაგში ფიტოფტორისა და სხვა სოკოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენურ ორგანიზმებს. შესაძლებელია მისი როგორც თაფლოვან მცენარის კულტივაციაც.
დასახელება: ასტა
თესვის ნორმა: 20-25 კგ/ჰა
თესვის დრო: გაზაფხულიდან-შემოდგომის ჩათვლით
თესვის სიღრმე: 2-3 სმ
შეფუთვა: 25 კგ
კგ-ს ფასი 15 ლარი